როდესაც ბავშვები ფენტეზის კითხულობენ…

ავტორი: ტერი პრატჩეტი

თარგმნა: ფორვე

როდესაც ბავშვი ხარ და წიგნების სამყაროს პირველად აღმოაჩენ განსაკუთრებული გრძნობა გეუფლება. ეს შამპანურის შიშხინს გავს. გინდა რომ ყველაფერი წაიკითხო სანამ მელანი ქაღალდიდან აორთქლდება.

Wardrobe-Narnia-Halloween-Partyწიგნების სამყაროში გზის გაკვლევა თავად მომიწია. უფროსებისგან ვიცოდი, რომ წიგნები კარგი რამ იყო, მაგრამ არ მახსოვს ვინმეს ოდესმე ერჩიოს რა წამეკითხა. თავისუფალი ვიყავი მეკეთებინა რაც მინდოდა.

დღეს ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ მწერლად ვარ მიჩნეული. მასწავლებლები და ბიბლიოთეკარები მეუბნებიან ხოლმე: “თქვენი წიგნები ძალიან პოპულარულია ახალგაზრდა ბავშვებს შორის, რომლებიც იშვიათად კითხულობენ”. მემგონი კომპლიმენტს მეუბნებიან, თუმცა სხვაგვარად რომ ჩამოეყალიბებინათ უფრო გამიხარდებოდა.

იგივე ბიბლიოთეკარები მეუბნებიან რომ დღევანდელი ბავშვები მხოლოდ გასართობად კითხულობენ. საკუთარ ფულს ფენტეზიზე, სამეცნიერო ფანტასტიკაზე და საშინელებათა ჟანრზე ხარჯავენ. მიუხედავად იმისა რომ მშობლები ბედნიერნი არიან რომ დღევანდელ ელექტრონულ ხანაში, ბაშვები რამეს მაინც კითხულობენ, ეს მათ მაინც აღელვებთ.

საღელვებელი არაფერია.

არც ისე დიდი ხნის წინს ვესაუბრებოდი მასწავლებელს, რომელმაც სკოლაში კლასში საუბრის გასამართად დამპატიჟა. მას დირექტორთან უთანხმოება ქონდა. ამ უკანასკნელს მიაჩნდა რომ ფენტეზი მორალურად საეჭვო, უმნიშვნელო და ესკაპიზმის მცდელობას იყო.

1. მორალურად საეჭვო

თუ ფენტეზის მის “მორთულობას” მოვაშორებდით მას ვიქტორიანულ ხანაშიც კი არაფერს დაუწუნებდნენ. ფენტეზის და საშინელებათა ჟანრის მორალი საფუძველს ზღაპრებში ღებულობს. ვამპირებს გაანადგურებენ, უცხოებს საჰაერო შლუზიდან გაისვრიან, ბოროტ ბნელი ბრძანებელს კი დაამარცხებენ. საბოლოო ჯამში კეთილი მხარე იმარჯვებს. არა იმიტომ რომ ის უფრო ძლიერია, არამედ იმიტომ რომ განგება მის მხარესაა. დაე არსებობდნენ გობლინების ხროვები, დაე არსებობდეს საშინელი ბუნებრივი კატაკლიზმები, დაე არსებობდნენ უზარმაზარი მუტირებული ლოქორები, მაგრამ ასევე დაე არსებობდეს იმედი. შეიძლება ეს მცირე, მზის კაშკაშის ფონზე გამოჩენილ არტურის ხმალის მსგავსი, იმედი იყო, მაგრამ მთავარია ვიცოდეთ რომ ჩვენი ცხოვრება ფუჭი არ არის.

კლასიკურმა ფენტეზიმ შესაძლოა ბავშვებს ოკულტიზმი გააცნოს, მაგრამ ჩვენ უცნაურ საზოგადოებაში მისი აღმოჩენა გაცილებით უარეს ხერხებითაც შეიძლება.

2. ესკაპიზმი

რაც შეეხება ესკაპიზმს. მე საკმაოდ კმაყოფილი ვარ არ სიტყვით. ესკაპიზმში ცუდი არაფერია. აქ მთავარი საკითხავია რას გაურბის და რისკენ გარბის ადამიანი.

როდესაც კითხვა ახალი დაწყებული მქონდა, პირველი ადგილი სადაც გავიქეცი კოსმოსი იყო. ხშირად ვკითხულობდი სამეცნიერო ფანტასტიკას, რომელიც ჩემი აზრით მეოცე საუკუნეში გაჩენილი ფენტეზის ქვეჟანრია. ეს ჟანრი, სიმართლე რომ ვთქვათ, ნაგავით არის სავსე. თუმცა ადამიანის გონება ჯამრთელი და ბუნებრივი ტენდენცია აქვს გამოყოს კარგი ცუდისგან. თუ მე მკითხავთ ზუსტად ესკაპიზმის საშუალებით მოვხვდი ნამდვილ სამყაროში.

3. ფენტეზი უმნიშვნელოა

პირველად ანტიკურ ბერძნულ ცივილიზაციაზე ფენტეზის წიგნში გავიგე. ჩემ ბავშობაში ისტორიას ასე ასწავლიდნენ: ძველად ცხოვრობდნენ რომაელები, რომლებმაც აბანოები და გზები ააშენეს და მერე გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ. შემდეგ ნორმანდიელების გამოჩენამდე არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, აი ნორმანდიელებით კი უკვე ოფიციალური ისტორია დაიწყო.

მეცნიერებასაც გავდიოდით, რაღაც მხრივ. როდესაც სკოლაში ვსწავლობდი იური გაგარინი კოსმოსში გაფრინდა, ეს ჩემთან არავის უხსენებია. ასევე არავის უთქვამს, რომ მეცნიერება, როგორც მაშინ გვეუბნებოდნენ, არა მხოლოდ ქიმიური ნივთიერებებით და მაგნიტებით თამაშს წარმოადგენს, არამედ სამყაროს აღქმის ერთ ერთი მეთოდია.

სამეცნიერო ფანტასტიკა სამყაროს მუდამ განიხილავს. ბოდიშს არავის მოვუხდი რომ ეს ჟანრი მიყვარს. ჩვენ სამეცნიერო ფანტასტიკის სამყაროში ვცხოვრობთ. ორი კილომეტრით ქვემოთ და დაიწვები, ორი კილომეტრით ზემოთ და უჰაერობისგან მოკვდები. შემდეგი ათასი წლის განმავლობაში კი არსებობს შანსი რომ პლანეტას ასტეროიდი დაეჯახება. ამას მე არ ვიგონებ, მაგრამ ამავე დროს ამის გამო უძილობა არ მაწუხებს. როდესაც ამის შესახებ 13 წლის ასაკში გებულობ, სამყაროს სხვა თვალით უყურებ და მუწუკებს იმხელა ყურადღებას აღარ აქცევ.

უცხო სამყაროების გაგებამ ჩემში ჩვენი სამყაროში მიმართ ინტერესი გააღვივა. დროში მოგზაურობიდან პალეონტოლოგიამდე, ფენტეზიდან მითოლოგიამდე და ანტიკურ ისტორიამდე ერთი  ნაბიჯია. რეალობა ფიქციაზე უცნაურია: ფენტეზიში ისე არაფერს გავუტაცივარ როგორც ადამიანის ერთუჯრედიანი არსებიდან ოქსფორდის დიპლომიან ადამიანამდე ევოლუციის შესწავლას. სამეცნიერო ფანტასტიკაში ეკოლოგების და გადამეტდასახლებულობის შესახებ იმაზე დიდი ხნით ადრე გავიგე, ვიდრე ამ ტერმინების მეინსტრიმში დამკვიდრება მოხდებოდა.

ერთხელ კითხივას შემხვდა სიტყვა neoteny რაც ახალგაზრდად დარჩენას ნიშნავს. ეს გრძნობა ადამიანის თვითგადარჩენის ბუნების ნაწილია. სხვა ცხოველებს, ახალგაზრობისას, სამყაროსადმი ცნობისმოყვარეობა, ახლად აღმოჩენილი საგნების მიღების შესაძლებლობა და მათთან თამაშის უნარი ახასიათებთ. ამ უკანასკნელს ისინი გაზრდასთან ერთად კარგავენ. ჩვენ კი მას ვინარჩუნებთ. როგორც ჯიში, ადამიანები მუდამ ვყოფთ თითებს სამყაროს ელექტროგაყვანულობაში, რათა ვნახოთ რა მოხდება. ეს თვისება ან გადაგვარჩენს ან გაგვანადგურებს, მაგრამ ზუსტად მის წყალობით ვეძახით ჩვენ თავს ადამიანებს.

ამიტომაც, მოდით არ ვინერვიულოთ როდესაც ბავშვები ფენტეზის კითხულობენ. ეს ჯანმრთელი გონების მახასიათებელია. ფენტეზი ცნობისმოყვარე გონების სტიმულირებას ახდენს. ხოლო მდიდარი შინაგანი ფანტაზია ისეთივე მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, როგორც კარგი მიწა მცენარის ზრდისთვის.

ახალგაზრდისათვის ფენტეზი საუკეთესო საზრდოა. ადამიანური ცხოვრება მაში სრულად არის წარმოჩენილი – მორალური კოდი, სამყაროში არსებული წესრიგის შეგრძნება და შიგა და შიგ უზარმაზარი მწვანე მონსტრები. ფენტეზის გარდა სხვა ჟანრებიც არსებობენ და იმედი მაქვს  ბაშვები მათთაც წაიკითხავენ. მე ხომ ასე მოვიქეცი. ყველამ სადღაც უნდა დაიწყოს.

მეოცე საუკუნის ერთ ერთი დიდი ნოველისტი, ჰილბერტ კით ჩესტერტონი, კრიტიკოსების თავდასხმის ქვეშ ზღაპრების წერის გამო მოხდა. მისი შემოქმედების კრიტიკაზე მან ასე უპასუხა: “ზღაპრებს იმიტომ ეწინააღმდეგებიან რომ ისინი ბავშვებს დრაკონების შესახებ უამბობენ. მაგრამ ბავშვებმა მათ შესახებ ისედაც იციან. ზღაპრები უბრალოდ ასწავლიან ბავშვებს თუ როგორ დაამარცხონ დრაკონები”

ტერი პრატჩეტი

სანამ ინგლისს (და დანარჩენ მსოფლიოს) პოტერომანია მოედებოდა, გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე გაყიდვადი ავტორი ტერი პრატჩეტი იყო. ხოლო მისი ყველაზე პოპულარული ქმნილება Discworld-ის სამყარო. ბრტყელი “პლანეტა” ოთხ უზარმაზარ სპილოს ზურგს ადევს, რომლებიც ამავე დროს გიგანტურ, ვარსკლავთშორისო მოგზაუpratchett_ratsრობაში მყოფ კუს, ა’ ტუინს, ზურგს ადგანან (ერთ-ერთი ვერსიით დიდი ა’ ტუინი საპირისპირო სქესის წარმომადგენელს ეძებს, რომლის პოვნის შემთხვევაში სამყაროს დასასრული დადგება). პრატჩეტის ისტორიების უმრავლესობა ( 39 წიგნი) ზუსტად ამ კუს ზურგს ზედ მდებარე სამყაროში ვითარდება.

პრატჩეტის სამფლობელო იუმორისტული ფენტეზია. ამ ჟანრში მან წერა ფენტეზის იმ კლიშეების დამსხვრევისთვის დაიწყო,  რომლებიც ტოლკინის, რობერტ ჰოვარდის, ლავკრაფტის და მსგავსი კოლორიტების ნაშრომების იმიტაციების უზარმაზარი რაოდენობით შეიქმნა.  ყოველ შემთხვევაში ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა, როდესაც ციკლის პირველ წიგნს Colour of Magic-ს წერდა. დისკვორლდი ტოლკინის მიერ შექმნილი სამყაროს გადატრიალებული ვერსიაა. პრატჩეტი კლასიკური ფენტეზის ელემენტებს თანამედროვე სამყაროს ურთავს და ერთდროულად ერთის ‘არაპრაქტიკულობას’ და მეორეს აბსურდულობას გვიჩვენებს.

პრატჩეტის სამყაროში ჯადოქრებს ყველაზე მეტად კარიერული წინსვლა აღელვებთ, ღამის გუშაგების (იგივე პოლიციელებს) მთავარი პრობლემა ბიუჯეტის სეკვესტრია, ხოლო დაქირავებულ მკვლელთა გილდიის უფროსები ქალაქის საკრებულოში მაღალი გადასახადებები გასაპროტესტებლად იკრიბებიან. რა თქმა უნდა, დისკვორლდის სამყაროშიც ბლომად არიან დიადი მეომრები და მითოლოგიური არსებები, მაგრამ ამავე დროს არიან კიდევ უფრო ძლიერი და სასტიკი არსებებიც, მაგალითად იურისტები, პოლიტიკოსები და ბიუროკრატები. ზუსტად ფენტეზისა და იუმორის ასეთმა ორიგინალურმა შერწყამ განაპირობა პრატჩეტის უზარმაზარი პოპულარობა.

თუმცა, პრატჩეტი ვერ იქნებოდა დიდი მწერალი და ვერც რაინდის წოდებას მიიღებდა ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის, თუ მისი ნაშრომები უბრალოდ კლიშეების პაროდირებაზე იქნებოდა აგებული. ეს მისთვის მხოლოდ საშუალება იყო და არა თვითონ მიზანი. იუმორით გაჟღენთილ წიგნებში ის ისეთ სერიოზულ თემებს ეხება – როგორც რასობრივი დისკრიმინაციაა, ცნობილი ადამიანთა კულტი (Moving pictures), სქესთა უთანასწორობა და ფემინიზმი (Witches Abroad, Lords and Ladies, Maskerade და Carpe Jugulum), რელიგიური ფუნდამენტალიზმი (Small Gods), ძალადობა და მრავალი სხვა. ამიტომაცაა რომ მისი წიგნების წაკითხვა ერთნაირად რეკომენდირებულია როგორც ახალგაზრდებისათვის, ასევე ზრდასრულებისათვის. პირველ ჯგუფმა შეიძლება გარკვეული მინიშნებები ვერ გაიგოს და უბრალოდ სასაცილო სიტუაციად აღიქვას, ამავე დროს ზრდასრული (და ნაკითხი) ადამიანი ადვილად მიხვდება, თუ რა პრობლემაზე მიუთითებს ავტორი. პრობლემები, რომელიც ამ აბსურდულ სამყაროში ჩნდება, პირდაპირ ჩვენი რეალობიდან არის გადატანილი, ფენტეზის და იუმორის ელემენტები კი სახალისო უკანა ფონის შესაქმნელადაა გამოყენებული. ამავე დროს რაც უფრო ნაკითხია ადამიანი, მით უფრო დააფასებს პრატჩეტის იუმორს. ის თავის ნაშრომებში რეფერენსებს არა მხოლოდ თანამედროვე პოპ-კულტურის მიმართ აკეთებს, არამედ კლასიკურ ნაშრომების მიმართაც. მაგალითად, მისი ორ წიგნი Lords And Ladies და Wyrd Sisters. თუ შექსპირის A Middsummer night’s dream  არ გაქვთ წაკითხული, მაშინ წიგნის სრულ დაფასებას ვერ მოახერხებთ. მისი წაკითხვა სახალისო იქნება მათვისაც, ვინც წიგნი პირველად დაიკავა ხელში, მაგრამ დამატებითად დაჯილდოვდება ის,  ვინც კითხვით უკვე დიდი ხანია არის გატაცებული. ტერი პრატჩეტი ერთდროულად ბავშურად მარტივია და ამავე დროს საოცრად კომპლექსური… აღსანიშნავია, რომ პრატჩეტი ასევე გამოირჩევა  სიტყვებით თამაშის ნიჭით (wordplay) და მათი მნიშვნელობით (თუმცა სამწუხაროდ ეს თვისება კარგად არ ჩანს თარგმანში, ან საერთოდაც იკარგება). ამ ნიჭით მას ხშირად ადარებენ არა მხოლოდ დუგლას ადამსს, არამედ პ.ჯ ვუდჰაუსსაც.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თითქოს და, საოცარია ლიტერატურული საზოგადოების სნობიზმი მის მიმართ. მან პირველი სერიოზული ჯილდო მხოლოდ 2002 წელს მიიღომ  (თუმცა 2009 მას რაინდის წოდება მიანიჭეს ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის) საბავშვო წიგნისათვის The amazing maurice and his educated rodents. ამით თითქოს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ფენტეზი საერთოდ ბავშების გატაცებაა არის და თავისი ადგილიც შესამაბისაც უნდა იცოდეს. კრიტიკოსთა ზრდადი ნაწილი, პრატჩეტი და, რაც მთავარია, მე მივიჩნევთ, რომ მისი ნაშრომების ნაკლებად სერიოზულად აღთქმა მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ მან თავისი ნოველების ფონად ფენტეზის სეტინგი აირჩია. ხოლო ის, რომ ფენტეზი როგორც ჟანრი, ყველაზე ნაკლებად დაფასებულია, ლიტერატურული საზოგადოებიდან ძირითადად უარყოფით შეფასებას იღებს და მკითხევლთა დიდი ნაწილი  მას ბავშების გასართობად მიიჩნევს. ეს საკითხი კიდევ ცალკე თემას იმსახურებს. აი, რას ამბობს ამის თაობაზე თვითონ პრატჩეტი: ახლა ვიცი, რომ თითქმის მთელი ფიქცია ფენტეზი არის. ის, რასაც აგატა ქრისტი წერდა, ფენტეზია, ის, რასაც ტომ კლენსი წერს, ფენტეზია. ის, რასაც ჯილი კუპერი წერს, ფენტეზია, – ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს. მაგრამ როდესაც ძირითადად  გესმით ხმლები, მოლაპარაკე ცხოველები, ვამპირები, კოსმოსური ხომალდები (სამეცნიერო ფანტასტიკა იგივეა ფენტეზია, ოღონდ ჭანჭიკებით) წარმოგიდგებათ და ზოგჯერ ეს, მართლაც, ძალიან სულელურად გამოიყურება. თუმცა, ამავე დროს, ფენტეზი ვარაულდობს, რა მოხდება მომავალში, თავიდან წერწარსულს და უფიქრდება ამწყოს. ის თამაშობს სამყაროსთან“.

მიუხედავათ იმისა რომ პრატჩეტის წიგნები ერთმანეთან პირდაპირ კავშირში არ არიან, მოქმედება თითქმის ყოველთვის ან მორპოკის ქალაქში ვითარდება, სადაც ნაცნობ პერსონაჟებს ხშირად გადავეყრებით, ზოგჯერ მთავარ როლში ზოგჯერ მეორეხარისხოვან, ზოგჯერაც კი უბრალოდ რამდენიმე წინადადებაში. ყველაზე ხშირად, თითქმის ყველა წიგნში, სიკვდილის პერსონაჟი ჩნდება. ძირითადად ის რამდენიმე წინადადების შემოიფარგლავს თავს, თუმცა ზოგჯერ მეორეხარისხოვანი გმირიცაა. ასევე პოპულარული პერსონაჟები არიან რინსვინდი, წარუმატებელი და მშიშარა ჯადოქარი, რომელსაც ხშირად უწევს სამყაროს გადარჩენა; თუფლაუერსი, გულუბრყვილო ტურისტი მისი მრავალფეხა და ყოვლისმჭამელ ბარგთან ერთად; კოჰენი, ბებერი ბარბაროსი და სიუზანი, სიკვდილის შვილიშვილი. ასევე ორი სიტყვა უნდა ითქვას დისკვორლდის ღმერთებზე (რათა მათი რისხვა არ დავიმსახურო), რომელთა ყველაზე გავლენიანი ჭექა-ქუხილის ღმერთი ბრმა იოა და ქალბატონი, რომლის სახელის წარმოთქმა მის გაქრობას იწვევს. დისკვორლდის ღმერთებს ერთი ცუდი ჩვევა აქვთ, საღამოობით ათეისტების სახლებთან მიდიან და ფანჯრებს უმტვრევენ. ისინი ერთმანეთს პირდაპირ არ უპირისპირდებიან, ამას მათ მაგირად მათი მრევლი აკეთებს, რაც უფრო ძლიერად წამთ ხალხს ღმერთების, მით უფრო ძლიერნი არიან ისინი. თავისუფალ დროს ისინი მოკვდავების ამსახავი ფიგურებით არც ისე ჩახლართული, მაგრამ სისხლიანი თამაშით ირთობენ თავს.

ტერი პრატჩეტი ჩემთვის ცნობილი ერთადერთი ავტორია, რომლის წაკითხვას განურჩევლად ყველა ასაკის ხალხს ვურჩევდი. მას სახლში შვილიც და მშობელიც ერთნაირი სიამოვნებით წაიკითახვენ.