ძმები სტრუგაცკიები

ბლოგის ავტორი: ალექსი სიუკათი (barastyr.wordpress.com)

ცხრამეტი წლის ასაკში ინტერნეტში აუდიოწიგნებში ქექვისას შემთხვევით გადავაწყდი  რუსულ რომანს ”პიკნიკი კიდეზე”, რომელმაც საბოლოოდ დაამსხვრია ჩემი უკვე კარგა გვარიანად შერყეული სტერეოტიპული წარმოდგენა სამეცნიერო და სოციალური ფანტასტიკის შესახებ. თავისთავად ფანტასტიკა, როგორც დამოუკიდებელი ჟანრი, სამ ძირითად თემატიკას ეფუძნება: კოსმოსი, დროში მოგზაურობა და ხელოვნური ინტელექტი. ჟანრის ყველაზე უფრო  საგულისხმო მაგალითები, როგორც წესი, ამ თემების (ყოველ შემთხვევაში, ორის მაინც) სინთეზს arkady-and-boris-strugatsky_14-tწარმოადგენს. ამდენად ვარირებისა და ლავირებისთვის  ადგილი არ რჩება, რაც ფანტასტიკის ჟანრის მოწყვლადობასა და ბუნებრივ ამოწურვადობას განაპირობებს; თუმცა, არსებობს კიდევ რამდენიმე ”გვერდითი” თემა, რაც საბოლოოდ ფანტასტიკის, როგორც დამოუკიდებელი მხატვრული ჟანრის სულთმობრძავი იდეის რეანიმაციის მცდელობის იარაღებადაა ხშირად აღქმული. ასეთია, მაგალითად, ე.წ. ”სტალკერების” თემატიკა, რომელიც კარგი ავტორის ხელში კლასიკური თემების უბადლო ნიმუშებსაც შეიძლება გაუტოლდეს. ასეთი წიგნია ”პიკნიკი კიდეზე”_თავიდან ბოლომდე ბნელი, შთამბეჭდავი ატმოსფერო, ცოცხალი, ადამიანური სურათები და, ფანტასტიკური სიუჟეტის მიუხედავად, სავსებით რეალური პრობლემატიკა (ძმებმა შემაძრწუნებელი სიცხადით დახატეს მთავარი გმირის, ”ჟღალი” რედრიკ შუხარდის ყოვლად გასაგები და, ამავდროულად, რთული სულიერი მდგომარეობა, პასუხისმგებლობა უშუალო, გენეტიკური შთამომავლის მიმართ უცნაურად, ტლანქად ებმის ”ალტერ ეგოს ძახილს”, პირველყოფილი მეომრის კოლექტიურ, ატავისტურ ბუნებას, საკუთარი სიძლიერით გამოწვეული პასუხისმგებლობის გრძნობას, ცოლის მიმართ სიყვარულს, მატერიალური სიკეთეების მიმართ არსებულ მიჯაჭვულობას… ჭეშმარიტების მიმართ ცალსახად რელევანტური დამოკიდებულება ”ჟღალის” განწირულ მდგომარეობას ერთიორად ამძიმებს. ძმები ახერხებენ დახატონ რამდენიმე მაძებარის სურათი, რომელთაგანაც  პიროვნულად ყველაზე უფრო სიმპათიური, ყველაზე უფრო ძლიერი და ყველაზე უფრო გონიერი საბოლოოდ ყველაზე უბედური, ყველაზე საცოდავი და ყველაზე ტრაგიკულია.. წიგნში ბევრი საინტერესო პერსონაჟია  საინტერესო ბიოგრაფიებითა და სახელებით (თუნდაც შავკანიანი ექიმი გუტალინი რად ღირს, თავისი უცნაური ბუნებითა და არაორდინალური ქცევებით) ფანტასტიკური, ირეალური გარემო პერსონაჟების რეალურობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.
”პიკნიკი კიდეზე” სტრუგაცკიების იმ იშვიათ რომანთაგანია, რომელიც ძმების მიერ შექმნილ ციკლებში არ შედის. ასეთი ტიპის წიგნებში აშკარად იგრძნობა ძმების რეალური სტილი; რომანებში ”განწირული ქალაქი”, ”საძაგელი გედები”, მოგვიანებით კი ფსევდომისტიკურ ფარსში ”ბოროტებით დამძიმებული; 03”, ავტორები ისეთ სამყაროებს ქმნიან, რომლებიც სრულიად უნიკალურია თავისი არსით და არ წარმოადგენს არც ევრო-ამერიკული სტილის გადმოტანის მცდელობას და არც საბჭოთა ბანაკის ქვეყნების ფანტასტიკის სკოლისათვის დამახასიათებელი  თემატურ-სიუჟეტური კარკასებითაა შექმნილი. ამ ”დამოუკიდებელ” რომანებშიც ვერ (ან იქნებ არ) უვლიან გვერდს ავტორები იდეალური საზოგადოების პრობლემატიკას, თუმცა, დამოუკიდებელ რომანებს ისე ღრმად არ ეტყობა ”კაგებეს” ბეჭდის კვალი და ბევრად უფრო არასაბავშვოა, ვიდრე თუნდაც ის რომანები, რომლებიც შევიდა ციკლში ”შუადღე: XXII საუკუნე”, რომელიც წარმოადგენს უზარმაზარ ”იდეალიზირებულ” სამყაროს, რომელშიც ძმები მაინც ახერხებენ, შეიტანონ რეალური, ადამიანური ”მომენტები” და ქარაგმულად თქვან, რომ სამყარო, სადაც ლევ აბალკინი (გმირი რომანებისა ”ხოჭო ჭიანჭველების ბუდეში”, ”ტალღები ახშობენ ქარს”) ან მასთან რაიმე  საერთოს მქონე ადამიანი  ცხოვრობს, ვერაფრით გახდება იდეალური და რომ ”შუადღე” ფარსია, რომელიც, ადრე თუ გვიან, ელოდება საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ ზემოთაღნიშნულ ე.წ. ”შუადღის ციკლში”  გამოირჩევა რომანი ”რთულია იყო ღმერთი”, რომელიც ბევრად უფრო თავისუფალი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და ”კასგებეს” მითითებების მიუხედავად მეტისმეტად თავისუფალ რომან წარმოადგენს.. რთულია, იყო ღმერთი კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთია იმისა, თუ როგორ კარგად ქმნიდნენნ ძმები სტრუგაცკიები შთამბეჭდავ, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ სამყაროებს, თითქმის ყველა წიგნში ქმნიდნენ სპეციფიკური ატმოსფეროს, რომელიც ერთდროულად წარმოუდგენელი და არარეალურია და, მეორეს მხრივ ფოტოგრაფიული სიზუსტით ხატავს ადამიანებს, საზოგადოებებსა და სივრცეს.

ბევრი მიიჩნევს, რომ სტრუგაცკიების შემოქმედება არ არის ”საკმარისად სტილიზებული” იმისთვის, რომ ფენტეზის ჟანრს მიაკუთვნოს ვინმემ, თუმცა, ეს საკამათო საკითხია, რადგანაც მისი რომანები აკმაყოფილებენ ”ჰაი-ფენტეზის” ჟანრის ყველა მოთხოვნას. ”შუადღის” საგაში ბევრ ანდროგენულ რასასთან ერთად კინოგენური და სხვა ტიპის გონიერ რასებს ვხვდებით, ამასთან, შექმნილია უზარმაზარი სამყარო, რომელშიც ყველა საზოგადოებას ერთმანეთთან რთული, არაერთგვაროვანი ურთიერთობა აქვთ (აღსანიშნავია, რომ სტრუგაცკიების რომანებში არ არსებობენ ”მტრული” და ”მეგობრული” საზოგადოებები, მათი კოლექტიური და ინდივიდუალური  ურთიერთობები მრავალ შრეს მოიცავს და მარტივ კატეგორიებამდე მათი დაყვანა ფაქტობრივად შეუძლებელია, ამის კარგი მაგალითია ”პროგრესორებისა” და ”გოლოვანების” ურთიერთობა ზოგადად და აბალკინისა და შეკნის ურთიერთობა კონკრეტულად.. ასევე მეტისმეტად ორაზროვანი ურთიერთობები ადამიანებსა და ყარიბებს (იგივე მოგზაურებს, ”სტრანნიკებს) შორის.) ”შუადღის” სამყაროს მთლიანად ”ფენტეზის სული” აქვს, სადაც გმირები ებრძვიან გაიძვერა, მდაბალ არსებებს, ამარცხებენ მათ, ან იღუპებიან.  სხვა ფენტეზი რომანებს შორის აღსანიშნავია ”სამების ჯგუფის” რომანები (”ორშაბათი იწყება შაბათს”, ”ზღაპარი სამების შესახებ”..) სადაც ფეერიული სიცხოველითაა დახატული რამდენიმე ძალიან დასამახსოვრებელი გმირი (ვიბეგალო, ოირა-ოირა, ამპერიანი..) ”ორშაბათი იწყება შაბათს” სტრუგაცკიების შემოქმედების ქვაკუთხედად შეიძლება მივიჩნიოთ, წიგნის სახელი კი ძმების შემოქმედებითი დევიზია, მთელი შემოქმედების თუ არა, ”სამების ციკლის” რომანების მაინც. სიურრეალისტურ ქარგას ებმის იუმორისტული პასაჟები, აბსურდი, გროტესკი და ეპატაჟი, რაც მთლიანად რუსული არყისა და მჟავე კიტრის საზოგადოებაში მყოფი მარტოხელა  ფსევდოინტელექტუალის ასოციაციებს იწვევს რაც საბოლოოდ ღიმილისმომგვრელია ბევრი მკითხველისათვის. სამების ჯგუფის რომანები ზღაპრებია აბსურდის, ამაოებისა და ილუზიების შესახებ.. სიურრეალისტურ ზღაპრებში ძმები სტრუგაცკიები ბევრ არასამეცნიერო კატეგორიას იყენებენ, რომელთაც შესაბამის, ”არაკანონიკურ” და ”არასამეცნიერო” გმირებს უსაბამებენ და შედეგად ვიღებთ ”ლოუ ფენტეზის” ჟანრის ორ, ერთმანეთზე უკეთეს შედევრს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია უკიდურესად დამაფიქრებელი რომანი ”ლოკოკინა ფერდობზე” და მოუსვენრობა  რომელიც ”ლოკოკინას” ერთგვარ პირველად ვარიანტს წარმოადგენს. ორივე წიგნი ”შუადღის”  ციკლში შედის, თუმცა  ”ლოკოკინა ფერდობზე” არის  (ისევე როგორც რომანი ”ძნელია იყო ღმერთი”) გამოირჩევა იმით, რომ მათში განსაკუთრებული დეპრესიული აურაა და იგრძნობა კაფკასეული გამთანგველი ”მოლოდინები”…
ცალკე აღნიშნვის ღირსია არაფანტასტიკური პიესა ”პეტერბურგის ებრაელები”, რომელშიც ძმებმა ოთხმოციანების ბოლოს პეტერბურგი დახატეს ისე, რომ ბევრ რეალისტ-”ფოტოგრაფ”-ლიტერატორს შეშურდებოდა.  ამ ნაწარმოებშიც არ უღალატეს თავებს სტრუგაცკიებმა და დასცინეს ყველას საკუთარ ქალაქში. მიუხედავად ძმების წარმომავლობისა, არ ერიდებოდნენ ყველა სოციალური კასტის მათ შორის ებრაელობის (რომელიც  მაშინდელ რუსეთში სოციალურ ფენად იქცა) გაკილვას.

ამრიგად, ”კაგებეს” მიუხედავად სტრუგაცკიები ახერხებდნენ სათქმელის გადმოცემას და არკადის უდროო გარდაცვალება რომ არა, იქნებ მეტიც გვცოდნოდა მათი უზარმაზარი სამყაროების შესახებ..  მათ თანამედროვე სხვა რუს ფანტასტებს თუ შევადარებთ, ძმები კირ ბულიჩოვთან ერთად ცალკე ქმნიდნენ თავისუფლების ერთგვარ კუნძულს შაბლონების, შტამპებისა და ერთგვაროვნების გარეშე, რაც უჟანგავს ხდის მათ თითქმის ყველა ნაწარმოებს.

სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალთა ათეული

Aside

ვინაიდან და რადგანაც ყველამ რამდენიმე ავტორი დაასახელეთ და ამასთანავე მათმა დიდმა ნაწილმა ხმების თანაბარი რაოდენობა დააგროვა გადავწყვიტე ათეულში რიგითობისთვის ყურადღება არ მიმექცია. ასე რომ პირველი არის ავტორი თუ უკანასკნელი ხმების რაოდენობაზე დამოკიდებული არ არის. თუ დაგაინტერესებთ ზუსტი შედეგები გამოკითხვის მაშინ ის ხელმისაწვდომი იქნება ფეისბუქ ჯგუფში.

უილიამ გიბსონი

(Neuromancer)william_gibson_smallკლიფორდ საიმაკი

(City)simak, clifford, authorრობერტ შეკლი

(Dimension of Miracles)Sheckleyსტანისლავ ლემი

(Solaris)Lemართურ კლარკი

(2001: A space odyssey)

Clarkeჟიულ ვერნი

(Twenty Thousand Leagues Under the Sea)Jules-Verne-9517579-1-402აიზეკ აზიმოვი

(Foundations series)Asimovფილიპ კ. დიკი

(Ubik)200px-PhilipDickრეი ბრედბერი

(Martian Chronicles)Bradburyჰარი ჰარისონი

(Make Room! Make Room!)216856-95958-harry-harrison_large